03:22 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 16:26:29, 2170 ნახვა

ეკონომიკა
2017 წლის 8 თვეში ექსპორტი 28,5%-ით არის გაზრდილი

„2017 წლის აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 25,7% -ით, ხოლო იმპორტი - 1,2% -ით. შესაბამისად, კუმულატიურად, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით  ექსპორტში გვაქვს 28,5%-იანი ზრდა, ხოლო იმპორტი გაზრდილია 7,5%-ით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შესახებ კომენტარისას განაცხადა. 

 „ექსპორტის მიმართულებით ძირითადად ზრდა გვაქვს ფეროშენადნობების, სასუქების, მინერალური წყლების, ღვინის, სამკურნალო საშუალებების ექსპორტში, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება უკვე 2016 წლის სექტემბრიდან. თვიდან თვემდე ექსპორტი მზარდია და საგარეო ვაჭრობა ამ არხით დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

2017 წლის 8 თვეში სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28.1 მლნ. აშშ დოლარით. მიმდინარე წლის აგვისტოში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობის (134%), აზოტოვანი სასუქების (84%), სამკურნალო საშუალებების (79%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (64%)  და მინერალური და მტკნარი წყლების (23%) ექსპორტი
რაც შეეხება იმპორტს, გაზრდილია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (32%), სატელეფონო აპარატების (27%), სამკურნალო საშუალებების (17%)  იმპორტი.  

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.  

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics