|
2017-09-13 05:43:03, 2231 ნახვა
კომენტარი
სუბარი „ქართველთა მარშზე“: მათ ან ამ ცვლილებების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე
„ამ ადამიანებს ან არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენატრული კანონის ფორმულირების, ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე“,-ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ქართველთა მარშის“ გუშინდელ აქციას. „ის თემა, რაზეც გუშინ ისინი აქციას აწყობდნენ, ორ რამეზე მეტყველებს, ან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენატრული კანონის ფორმულირების, რომელზეცაა ლაპარაკი, ძალიან საჭირო ცვლილებების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციებზე და შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ თვითონ გაიკითხონ თავის თავზე, რომელი პარტიის, ან საქართველოს რომელი მეგობრების საქმეს აკეთებენ, როცა ასეთ შეგნებულ პროვოკაციებზე მიდიან“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერები უცხოლებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებენ.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)