|
2017-09-13 05:31:16, 2202 ნახვა
კომენტარი
სუბარი: კითხვები უნდა გვქონდეს პარტიებთან, რომლებიც რეგიონებში დღე და ღამე ატარებენ აგიტაციას და ამ დროს თურმე შემოწირულობა არ აქვთ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ყველა პარტიას თავისი შემოსავალი დეკლარირებული ექნება. როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები უნდა არსებობდეს იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველდღე დადიან რეგიონებში, ატარებენ აგიტაციას და ოფიციალურად არანაირი შემოწირულობა არ აქვთ. მინისტრის თქმით, ამ შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ მათ გარკვეული თანხები არალეგალურად გადამალული აქვთ. სოზარ სუბარის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ თავისი შემოსავალი დეკლარირებული აქვს. „თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილე 300, თუ 700 პარტია 400 000 ლარად დადის და ეწევა აგიტაციას, ეს არის ტყუილი.ზოგადად, სჯობს, ყველა პარტიას ჰქონდეს დეკლარირებული თავისი ყველა შემოსავალი. „ქართულ ოცნებას“ თავისი შემოსავალი აქვს დეკლარირებული.შესაბამისად, კითხვები უნდა გვქონდეს იმ პარტიებთან, რომლებიც ყოველდღე დადიან რეგიონებში, დღე და ღამე ატარებენ აგიტაციას და ამ დროს თურმე არანაირი შემოწირულობა არ აქვთ. ცხადია, ამ შემთხვევაში გარკვეულო ეჭვი ჩნდება, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად გადამალული, რაც არის ძალიან ცუდი. კარგი იქნება, თუ ყველა მოახდენს დეკლარირებას“,-აღნიშნა სუბარმა. რაც შეეხება კონკრეტულ პირებს რომელთა შემოსავლებზეც გაჩნდა ეჭვი, სოზარ სუბარის განცხადებით, მათ აუდიტის სამსახურს პასუხი უნდა გასცენ. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 7.343.993 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 323.675.45 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 15.600 ლარი, „გირჩი“ – 15.300, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 12.204 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 9.215 ლარი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5.432 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 900 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ - 434 ლარი, „საქართველოს მშვიდობისათვის“ – 200 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 40 ლარი.
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)