|
2017-09-13 04:31:24, 2109 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ლატვიის ელჩ იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება. ლევან იზორიამ ლატვიელ დიპლომატს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება სამხედრო სფეროში საქართველო-ლატვიის თანამშრომლობის საკითხებზე გამახვილდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლატვიელი ექსპერტების მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. ლევან იზორიამ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მან ლატვიის ელჩთან სამხედრო განათლების კუთხით, ასევე ქალაქ რიგაში არსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, მობილიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის დანერგვის პროცესში ლატვიის გამოცდილება გასათვალისწინებელია. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა ლატვიის თავდაცვის მინისტრი, რომელთანაც აღნიშნულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავს. შეხვედრას ლატვიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი რუდოლფს რუდზუროგა დაესწრო. (NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)