|
2017-09-13 01:24:51, 2323 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება
თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება - ამის შესახებ ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის ასევე პრიორიტეტული იქნება სკოლამდელი განათლება და ამ მიზნით მერია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს. „2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ ბაღის გადასახადი, საბავშვო ბაღებში შემსვლელი ბავშვების რიცხვი, საბედნიეროდ, ყოველწლიურად იზრდება. თბილისის მერია ამ მატებას მომზადებული უნდა შეხვდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღების მშენებლობა გაგრძელდება,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. კალაძის განმარტებით, საზოგადოება სპეციალური ვებგვერდის საშუალებით შეძლებს გააკონტროლოს მერი, მერია და იმ პროექტების განხორციელების პროცესი, რომელიც მისი დაპირებით თბილისში განხორციელდება. ნაძალადევის მოსახლეობას თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად, პარლამენტარები - არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ამაშუკელი შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები ოთხი სხვადასხვა ქუჩის მოსახლეობასთან გაიმართა.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)