|
2015-04-28 14:30:12, 441 ნახვა
პოლიტიკა
თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის შეფასებით, სამინისტროსთან გამართულ აქციას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. მისივე თქმით, უწყებასთან შეკრებილები არიან მშობლები, თუმცა ასევე არიან სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიტიკური დაჯგუფების წევრები და ა.შ. „საკითხს პირველ რიგში გავმიჯნავდი, რადგან აქ არის პოლიტიკური საკითხი და ასევე არის შინაარსობრივი თემა. მონაწილეებს შორის იყვნენ ერთეული მშობლები, რომლებთანაც წინაშე პასუხისმგებლები ვართ. თუმცა მათი ძირითადი ნაწილი სკოლის ყოფილი დირექტორები, რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელები, პოლიტიკური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც ამ პროცესების გამწვავებას ახორციელებენ და ხელს უშლიან, რომ ნორმალური და კვალიფიციური ინფორმაცია მივიდეს მშობლებთან“, - აღნიშნა სანიკიძემ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა მინისტრთან შეხვედრას თავი აარიდა. სანიკიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი წლის წინანდელი პერიოდი შეახსენა, როდესაც მათ იმ კანონს დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმადაც სკოლაში 5 წლის ბავშვი არ უნდა შესულიყო. „ნაცონალური მოძრაობიდან ერთადერთი იყო სერგო რატიანი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ეს ნაბიჯები გადაიდგმებოდა, უნდა ვიფიქროთ წინა სასკოლო მზაობის სისტემის დანერგვაზე, რაც განხორციელდა. პროგრამა შემუშავებულია. ამის დანერგვას უკვე ახალი აკადემიური წლიდან ვიწყებთ და ის მოსწავლეები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში არ უწევთ სკოლაში მისვლა, ამ პროგრამას გაივლიან“, - აღნიშნა სანიკიძემ. რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით მშობლების დაინტერესებას, მინისტრის თქმით, სამინისტრო მშობლებთან ყოველთვის მართავდა შეხვედრას და მომავალშიც გააგრძელებს, რადგან მათ მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცეს. რაც შეეხება მშობლების მოთხოვნას, რომელთა შვილებს სწავლის დაწყებიდან მცირე დროის შემდეგ უსრულდებათ 6 წელი, გამონაკლისი დაიშვას, რომ ბავშვებს სასწავლო წელი არ გაუცდეთ, მინისტრი ასე პასუხობს. „ვთქვათ, პირველ ოქტომბრამდე გადავწიეთ. რას გვაძლევს ეს. 2 ოქტომბერს დაბადებულებს იგივე მოთხოვნები ექნებათ. როდესაც 31 დეკემბრამდე იყო გარდამავალი პერიოდი ძალიან დიდი რაოდენობის განცხადებები შემოდიოდა, რომ 2 იანვარს დაბადებულებისთვის გამონაკლისი დაგვეშვა“, - განაცხადა სანიკიძემ რაც შეხება სასწავლო ზღვარის 6 წლამდე დაწესებას, მინისტრის შეფასებით, ეს მსოფლიოში დანერგილი მეთოდია. „როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მწვავე განხილვები მიმდინარეობდა, ბრიტანეთში რომელსაც ჰქონდა დაშვებული 5 წლის ასაკის ბავშვის სკოლაში მიყვანა, მათ ქონდათ 13 წლიანი სასწავლო წელი. დღეს არის ინიცირებული კანონი სადაც სასკოლო ასაკის ზღვარი 7 წლამდეა აყვანილი“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)