|
2017-09-11 04:21:03, 2322 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: დღეს სააკაშვილი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში არ შეეშვა. როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მომხდარის გამო, პოროშენკო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მისთვის უკვე ყველა ნაბიჯი წამგებიანია. „არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი უკრაინის ხელისუფლების ადგილზე ყოფნას. დღეს პოროშენკო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ნებისმიერი ნაბიჯი მისთვის უკვე წამგებიანია. ყველა ღონე უნდა ეხმარა იმისათვის, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ შეეშვა და ამას მოჰყვებოდა ის, რომ ერთ კვირაში აღარავის ეხსომებოდა მთელი ეს ეპოპეა. მაგრამ გუშინ პოროშენკომ დაკარგა ეს შანსი. პოროშენკოს ახლა რა დარჩა? ახლა დარჩა ის, რომ დააპატიმროს როგორმე თუ ეს შეძლო და გადასცეს საქართველოს, რაც მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია და ევროპა ამას აღფრთოვანებით და მოწონებით არ შეხვდება. ეს მაშინ როდესაც პოროშენკოს ჟანგბადივით სჭირდება ევროპის მხარდაჭერა. მეორეს მხრივ, ბრალდება საზღვრის უკანონო გადმოლახვა, მაშინ პოროშენკომ უნდა გაასამართლოს 100 ადამიანი მინიმუმ. ვნახეთ კადრები, რომ პრაქტიკულად სააკაშვილი „მოიტაცეს“ ასე გამოვიდა. ხალხმა გაარღვია კორდონი და ხელში აყვანილი გაიყვანეს. მეორე ვარიანტი ის არის, რომ არ შეუშალოს ხელი და სასამართლომდე მიიყვანოს საქმე, სააკაშვილსაც ცხადია ეს უნდა. ამ სიტუაციაში, რაც დღეს არის სააკაშვილი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს. ეს მისთვის მშობლიური სტიქიაა ერთხელ უკვე თბილისის მოვლენების დროს გამოვლილი“,-აღნიშნა ცინცაძემ. ექსპერტის თქმით, როგორც საქართველოს ასევე უკრაინის ხელისუფლებისთვისაც სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა მოულოდნელი იყო. „ჩემთვისაც, ჩვენი ხელისუფლებისთვისაც და ყველასთვისაც მოულოდნელი იყო მისი მხრიდან საზღვრის გადაკვეთა. ყველა ელოდა რომ პოროშენკოს იმდენი ჭკუა მაინც ეყოფოდა, რომ სააკაშვილი არ შეეშვა უკრაინაში“, - განაცხადა ცინცაძემ და დასძინა, რომ უკრაინის პირველი პირი ქვეყნის ძალოვან სტრუქტურებს ვერ მართავს. „გუშინ კიდევ გამოვლინდა ერთი რამ, პოროშენკო ვერ მართავს ძალოვან სტრუქტურებს. ვნახეთ, გენერალი როგორ ცალყბად ეკამათებოდა სააკაშვილს და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გენერალი გულში გრძნობდა, რომ მაინცდამაინც ძლიერი პოზიციები მას არ ჰქონდა. გენერალი პირად შეურაცხყოფებს ითმენდა თავჩაღუნული“,- განაცხადა სოსო ცინცაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)