|
2017-09-08 09:33:24, 2211 ნახვა
საზოგადოება
ICDI საარჩევნო კომისიების შერჩევის მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის "დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის" დამკვირვებლები, სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესს დააკვირდნენ. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა. 2017 წლის 2-4 სექტემბერს 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს. 3 634 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა 21 758 წევრი. კონკურსის 157 მონაწილე გამოეთიშა კონკურსს, ძირითადად, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ხოლო 46 ადგილი კვლავ ვაკანტურია, რომლებზეც თავიდან გამოცხადდება კონკურსი. არჩეული 21758 წევრიდან მაღალი ქვორუმით (9 და მეტი ხმით) აირჩა 17 978 წევრი. საარჩევნო ოლქებში საუბნო კომისიის წევრთა არჩევა მიმდინარეობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მშვიდ ვითარებაში. წევრების არჩევისას გათვალისწინებული იყო კანდიდატთა განათლება, პროფესიონალიზმი და გამოცდილება. 2017 წელს არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით გამოცდილება და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებში ერთხელ მაინც მონაწილეობის გამოცდილება აქვს საერთო რაოდენობის 82%-ს. აგრეთვე, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული წევრებიდან 4 080 "საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების" მონაწილეა, ხოლო 193 წევრი - "საარჩევნო განვითარების სკოლის". გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ არ გასაჩივრებულა. არჩეული წევრების გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა, რაშიც სსიპ "საარჩევნო სისტემების, განვითარებისა და რეფორმების სწავლების ცენტრის" საგამანათლებლო პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. სხდომის მიმდინარეობას კომისიის წევრების გარდა, ICDI დამკვირვებლებთან ერთად, მონიტორინგს უწევდა სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. საოლქო საარჩევნო კომისიების 949 წევრებიდან 32 წევრი არ ესწრებოდა სხდომებს, კერძოდ, პ/გ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" (9 წევრი), პ/გ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" (6 წევრი), პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" (5 წევრი), პ/გ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (3 წევრი), პ/გ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"(1 წევრი), პ/გ "ევროპული საქართველო" (6 წევრი) და პ/გ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" (2 წევრი). თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)