|
2015-04-28 11:22:36, 671 ნახვა
სამართალი
სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს განიხილავს
იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვება. სხდომას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების მონაწილეები მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს განიხილავენ. „დღეს საქართველოს არცერთ სამართლებრიც აქტში არ არის გაწერილი, საჭიროების შემთხვევაში, თუ ვინ შეიძლება აღძრას საქმე საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში არ არსებობს ადამიანი, ვინც იქნებოდა განმსაზღვრელი, რომ დააკავოს ასეთი თანამდებობის პირი თუკი საერთოდ შესაძლებლად იქნებოდა კანონის მიერ მიჩნეული. არ არსებობს არანაირი პროცედურა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მიიჩნიოს, რომ მთავარმა პროკურორმა დისციპლინური გადაცდომა ან სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ესეც კმარა იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ის მუშაობა, რაც დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ დღეს და ახლა ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში იმისათვის, რომ თუნდაც ეს წესი გაუმჯობედეს, თუნდაც იმისათვის, რომ მთავარი პროკურორი ახალი წესის მიხედვით ავირჩიოთ და ამ არჩევანში ჩართული იყოს პარლამენტი, ჩვენი საზოგადოება იქნება ეს არასამთავრო სექტორი თუ აკადემიური წრეები. 8 აპრილის სხდომის შემდეგ, რომელიც ჩემმა მოადგილემ წაიყვანა, მიუხედავად იმ დღეს გამართული მწვავე დებატებისა, ჩვენ შეხსენება დაგვჭირდა, იმისათვის, რომ თუნდაც მოგვიანებით ყოფილიყო წარმოდგენილი მოსაზრებები იმ მოდელთან დაკავშირებით, რაც პირველ სამუშაო ვერსიად იქნა წარმოდგენილი. მხოლოდ შეხსენების შემდეგ საბჭოს რამდენიმე წევრმა და მოწვეულმა წევრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრებები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული სიახლე საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს და პროკურატურის რეფორმირებას წელსვე ითვალისწინებს. პროკურატურის საერთო ხელმძღვანლობას იუსტიციის მინისტრი საპროკურორო საბჭოს მეშვეობით განახორციელებს. მთავარი პოროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი საპროკურორო საბჭოზე მთავრობასა და პარლამენტზე გადანაწილდება.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)