08:28 - 31 Oct, 2026
|
2017-09-07 01:55:09, 834 ნახვა
რეგიონი
ხულოში, სადაც მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან, ამ დროისთვის წვიმს
ხულოში, შავნაბადას მთაზე ამ დროისთვის წვიმს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსული ნალექი არ არის საკმარისი ხანძრის სრული ლიკვიდაციისთვის, ამიტომ მუშაობა გრძელდება. ხანძრის სალიკვიდაციო შტაბი დილიდანვე შეიკრიბა და განაახლა მუშაობა. კლიმატური პირობების გამო ავიაცია სამუშაოებში ამ ეტაპზე ვერ ერთვება. ადგილზე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას. ,,დღეს დილიდან მთაში წვიმს. დაეცა ტემპერატურა. არის საკმაოდ ძლიერი ნისლი. კლიმატური პირობების გამო ცოცხალი ძალა ჯერ ლოკაციებთან მისული არ არის. მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპისთვის დაახლოებით 50-მდე ადამიანი გასულია სხვადასხვა ლოკაციებზე, რომ ადგილზე შეაფასოს ვითარება და მდგომარეობა", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ მედიასთან ინტერვიუში.
(NS)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)