|
2017-09-06 12:13:11, 2560 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემები ერთიანი ძალებით მოგვარდება. ამის შესახებ მან გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. „ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც გამაჩნია - ჩემი ოჯახი, შვილები და ხალხის სიყვარულია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი. ეს ჩემთვის ძალიან გასაფრთხილებელია. ყოველთვის ვუფრთხილდებოდი საკუთარ რეპუტაციას. ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არასდროს მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის და სწორედ ამ პრინციპებით ვაღწევდი წარმატებას. მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, თითოეული თქვენგანის გვერდით დგომით, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს“, - მიმართა კახა კალაძემ მხარდამჭერებს. მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს. „მინდა, რომ 21 ოქტომბერს თბილისი იყოს გამარჯვებული და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს დამოკიდებულია თითოეულ თქვენგანზე. მინდა გამარჯვება გისურვოთ თქვენს ოჯახებთან ერთად“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თანაგუნდელებს წარმატება უსურვეს და მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
(NS)
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)