|
2017-09-05 04:58:13, 2144 ნახვა
ეკონომიკა
ნინო ჯავახაძე: იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება
მიმდინარე წლის ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 3,8% შეადგინა, ხოლო 7 თვეში წინასწარი მონაცემებით, საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,4%. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა - ზრდა 11.7%; სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 16.4%; ვაჭრობა - ზრდა 4.8%. ,,საქართველოს მთავრობამ 2017 წელს 4 %-ი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა. ჯერჯერობით ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ეს პოზიტიური ტენდენეცია შენარჩუნდება და ჩვენ გავალთ უფრო მაღალ შედეგზე ვიდრე დაგეგმილი იყო, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის და განვითარების მთავარი წარმმართველი და სამუშაო ადგილების შემქმნელი არის კერძო სექტორი, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური მაჩვენებლები რაც თავად კერძო სექტორში გვაქვს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება - 18.9%-ით. ,,ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5.0%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6.0%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13.2%-ით არის გაზრდილი და 1 106.9 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ. მისივე ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 14%); ხელოვნება, გართობა, დასვენების (ზრდა 39%), დამამუშავებელი მრეწველობის (19%), მშენებლობის (21%) და ენერგეტიკის სექტორებმა (21%) შეიტანეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, თანდათანობით საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება გაჯანსაღების ტენდენცია, რისი მაჩვენებელიც ის არის, რომ დასაქმებულებში დაქირავებით დასაქმებულების წილი იზრდება, ხოლო თვითდასაქმებულების წილი შესაბამისად ნელ-ნელა იკლებს, რაც ასევე პროდუქტიულობის ზრდის მაჩვენებელია. ,,ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდასა და ექსპორტზე,-‘’ განაცხადა ნინო ჯავახაძემ. კერძოდ, 2017 წლის 7 თვეში ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 21%-ით; ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით; ღვინის ექსპორტი 38%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.
(NS)
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





