|
2017-09-04 23:42:15, 2235 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს
„ქალაქის ეკონომიკა განვითარდება ისე, რომ ქალაქის ძველი ისტორიული ნაწილი იქნება დაცული, ხოლო ახალი, ევროპული თბილისი რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით, საუკეთესო სახით შემოვა ჩვენს ცხოვრებაში“, - ამის შესახებ კახა კალაძის შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამული ხედვის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის შემოსავლები გაიზარდოს, ეკონომიკა ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრით განვითარდეს და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას. „ჩვენ ვაპირებთ, ხელი შევუწყოთ ტურისტული პოტენციალის გამოყენებას და განვახორციელოთ არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი სივრცეების ათვისებას და ისეთი სერვისების განვითარებას, რომელიც თბილისისა და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. (NS)
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)