04:20 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 17:12:13, 997 ნახვა

სამართალი
ხმაურთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია

ხმაურთან დაკავშირებით შესაძლოა ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს.

ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის თანახმად, დღის საათებში, 07:00-დან 23:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 40 დბ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება კი, 500 ლარით.

ღამის საათებში, 23:00 დან 07:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 30დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება ათასი ლარით.

განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები გაორმაგდება.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის შემუშავება გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირების საჭიროებამ განაპირობა.

ამასთან, როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური , მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, სხვადასხვა დაავადებათა წყაროს წარმოადგენს. მაგალითად 100 დეციბელზე მაღალი ინტენსივობის ხმაური იწვევს სმენის დაქვეითებას, სრულ სიყრუემდე. ღამით, 50 დეციბელი ინტენსივობის ხმაურმა შეიძლება გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადება. 42 დბ ინტენსივობის ხმაური ავითარებს უძილობას, ხოლო 35დბ ხმაური საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი ადვილად გაღიზიანებადი გახდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics