22:24 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 05:43:57, 2958 ნახვა

კომენტარი
ნიკოლოზ სირაძე: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ართანაში ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ სირაძის განცხადებით, სოფელ ართანასთან არსებული ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

როგორც სირაძემ აღნიშნა, საგანგებო შტაბის წევრებმა ართანას მიმდებარე ტერიტორიის საკონტროლო შემოფრენა უკვე განახორციელეს.

მისივე განმარტებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.  

"შტაბის წევრებმა ართანას მიმდებარე ტერიტორიის საკონტროლო შემოფრენა განვახორციელეთ. ჩვენი მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ახორციელებენ ხანძრის ქრობას და ნიადაგის დამუშავებას. არის რამდენიმე ღია კერა, რომელზეც შესაბამისი მოქმედებები ხორციელდება. გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ართანას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მხრიდან ხორციელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები. ვერტმფრენის მეშვეობით გადავიყვანეთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მეხანძრე მაშველები ხანძრის ეპიცენტრამდე. მეხანძრე-მაშველებმა ზედმიწევნით იციან ადგილობრივი ტერიტორია, რაც მათ მუშაობას უადვილებს. დაახლოებით 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ქვემოდან მიიწევს კერამდე და ახდენს ლოკალიზებას აღნიშნული კერის. არის ძალიან რთული რელიეფი, რაც ძალიან გვიშლის ხელს სამუშაოში. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს. ვცდილობთ ეს ლოკალიზება შემჭიდროვებულ ვადებში მოვახდინოთ", - განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics