02:15 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 02:17:36, 2429 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სამსახური: ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარი მასშტაბური არ არის - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე ხანძარის ქრობის  პროცესში  100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.

როგორც „ექსპრესნიუსს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.  მათივე ცნობით,  ხანძარი მიუვალ ადგილზეა, ამიტომ ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის შესაყვანად, ალტერნატიული გზების მოძიება მიმდინარეობს.  ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული. ცეცხლი  მეჩხერ ტყეს უკიდია და ის ხშირფოთლოვან ტყეში არაა შესული. ადგილზე  ცოცხალი ძალის მობილიზება კვლავ გრძელდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი წლების წინაც გაჩნდა, სწორედ ამიტომაც არაა ამ ადგილზე მასიური ტყე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics