|
2017-09-02 08:46:19, 2088 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას - „ქართული ოცნება“ ამას გპირდებათ
„ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით“, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ქუთაისში, რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" მთავარ პრიორიტეტს მოსახლეობის კეთილდღეობა წარმოადგენს. მისივე თქმით, რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაიწყო. "ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნის მისაღებად, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი და შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესრულება. გამართული ინფრასტრუქტურით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით და შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებით უნდა შეიქმნას ის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც დღითიდღე დააჩქარებს განვითარებას. ეს არის სწორედ ის გზა, რომლითაც მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს - ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას. რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს. იქნება ეს მეწარმეობის ხელშეწყობა თუ ჯანდაცვის და სოციალური პროექტები. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრების და სპორტული კომპლექსების მშენებლობა/რეაბილიტაცია. ჩემო მეგობრებო, ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი გააჩნია, იმისათვის, რომ თავისი ხმა მაღალი სიტყვა თქვას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. მე მჯერა, რომ ქუთაისის და მთლიანად იმერეთის სწრაფი განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელს დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად გადაიქცეს. ჩვენი ძალისხმევის შემდეგი შედეგი პირველ რიგში ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი. მოგეხსენებათ, პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს და მისი ღირებულება თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდება მთელს მსოფლიოში. ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას. მე ამას გპირდებით. "ქართული ოცნება" ამას გპირდებათ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)