|
2017-09-01 09:45:27, 2287 ნახვა
კომენტარი
პროკურორი: გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა ძირითადად სიცრუეზე იყო აგებული
ე.წ. ციანიდის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი დასრულდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოაცხადებს მოსამართლე განაჩენს. ის მხარეებს აღნიშნულის თაობაზე თანაშემწის მეშვეობით შეატყობინებს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ სასამართლო სხდომას, პროცესი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა, მამა გიორგი მამალაძემ. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მისი ჩვენების ანალოგიური იყო. „ადვოკატების დაანონსებული ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, რომ თითქოს ის იქნებოდა რაღაც მნიშვნელოვანი და დუმილს დაარღვევდა, იყო მათი მხრიდან მორიგი რეკლამირება, თითქოს რაღაც სიახლის და ახალი გარემოების. აბსოლუტურად იგივე იყო ბრალდებულის ე.წ. საბოლოო სიტყვა, როგორიც იყო მისი ჩვენება. იყო ძირითადად სიცრუეზე აგებული, თითქოს მასზე ზეწოლა მოხდა გამოძიების ეტაპზე, მას 6 ადვოკატი იცავს და თითოეულ პროცესს ესწრებოდა სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენელი. როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს რაიმე ზეწოლაზე ბრალდებულის მიმართ. ეს არის სრული სიცრუე. არც გვქონდა მოლოდინი, რომ ახალს იტყოდა. უტყუარი მტკიცებულებების ფონზე, ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ადვოკატები თავის მხრივ, ქმნიან ცრუ მოლოდინს, რომ ბრალდებული შეიძლება გამართლდეს. ეს არის წარმოუდგენელი. მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეს - ეს არის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა ადამიანი მკვლელობის მომზადებისთვის“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისივე თქმით, ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში მოსამართლეს მიმართა, რომ მას აქვს ბევრი დამსახურება, იყო კარგი სასულიერო პირი და „შეეცადა თავი მსხვერპლად წარმოეჩინა“.
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხიდან 6 ნოემბერს გამოვა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)