|
2017-09-01 03:30:32, 885 ნახვა
რეგიონი
ბათუმს ცნობილი ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია
ბათუმის მე-5 კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბათუმს ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, მეთოდოლოგი და ქველმოქმედი მიშელ სონი ეწვია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიშელ სონის ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი, ცნობილი ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე დახვდა. მიშელ სონი 1995 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ინსტიტუტს - „ვილა შინდლერი ავსტრიაში“, სადაც მან ჩამოაყალიბა ფონდ ‘’SOS Talents ‘’-ის ახალი თაობა. მისი ხელშეწყობით მუსიკალურ სფეროში მრავალმა ახალგაზრდა მუსიკოსმა შეძლო თავის წარმოჩენა და წარმატებული კარიერის დაწყება. „მე კარგად ვიცნობ საქართველოს, მინდა ვთქვა რომ ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციას ვგრძნობ, როცა აქ ჩამოვდივარ. მოუთმენლად ველი ბათუმში ახალი ტალანტების მოსმენას. მჯერა, ბევრ ახალ ნიჭიერ ახალგაზრდას აღმოვაჩენთ. ბათუმი შარმით გამორჩეული, ძალიან ორიგინალური ქალაქია და მიხარია, რომ მას კიდევ ერთხელ აღმოვაჩენ“- განაცხადა ცნობილმა მუსიკოსმა საქართველოში ჩამოსვლისას. მიშელ სონის შემუშავებული აქვს უნიკალური საფორტეპიანო მეთოდი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ სამყაროში, ჩამოაყალიბა ფორტეპიანოს ათვისების ახალი ცნობიერება და 45 წელია დიდი წარმატებით სარგებლობს. ბათუმის მე-5 კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიშელ სონი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებისთვის ჩაატარებს მასტერ-კლასებს. მიშელ სონი არის მრავალი მუსიკის სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომლებსაც პრესტიჟული ფრანგული გამომცემლობები ბეჭდავენ. ასევე, მისი მუსიკალური და დიდაქტიკური ნაწარმოებები გამოცემულია მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის - Edition Musicales Durand-ის მიერ. მიშელ სონი ამავდროულად არის ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსული შვეიცარიაში. კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი Batumi Music Fest ბათუმში 2-8 სექტემბერს გაიმართება. Batumi Music Fest-ი დასრულდება 8 სექტემბერს ცნობილი ფრანგი პიანისტისა და კომპოზიტორის, მიშელ სონის საერთაშორისო ფონდ SOS Talnets-ის ვარსკვლავების კონცერტით. ფესტივალი ბათუმში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო მხარდაჭერით იმართება. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)