|
2017-08-26 02:42:47, 2429 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა აშშ-ის საელჩოსგან ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები მიიღეს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე-მაშველებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები საჩუქრად გადასცა. თბილისის რაიონულ სამაშველო ამსახურში, საჩუქრის გადაცემის ცერმონიაზე ამერიკის ელჩის მოადგილე ელისაბეტ რუდი იმყოფებოდა. რუდის თქმით, მაშველებმა მიმდინარე დღეებში ბორჯომის ხეობაში გმირულად იმუშავეს და საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადასცეს. ”აღფრთხოვანებულები ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ვიცით რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი. ჩვენ, როგორც საქართველოს ერთგულ პარტნიორს გვინდა დავეხმაროთ, ამიტომ დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თხოვნით, ჩვენ გადავეცით 65 000 ლარის ღირებულების 500 წყვილი სახანძრო ფეხსაცმელი. ეს ფეხსაცმლის განახლებაა, რადგან მეხანძრეებს უკვე ჰქონდათ ფეხსაცმელი. იმედი გვაქვს, რომ ეს შეუმსუბუქებს მეხანძრეებს მუშაობას და მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ცოტა ხნის წინ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადავეცით სამაშველო აღჭურვილობა, რომელიც სავარაუდოდ მათ უკვე ეხმარებათ ცეცხლთან ბრძოლაში”, - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)