23:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 04:36:55, 2409 ნახვა

საზოგადოება
გურიის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ ჭანუყვაძე  გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და  მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახა გულედანმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

კახა გულედანის განცხადებით, ახალი გამოწვევებია რეგიონში, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა. გურიის რეგიონს მნიშვნელოვანი პოტენციალი  გააჩნია უფრო მეტად განვითარდეს და არსებული შესაძლებლობების მეტი რეალიზება მოახდინოს.

მერაბ ჭანუყვაძეს  კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.  მას  2013-2014 წლებში ეკავა გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა.  წლების მანძილზე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  გამგებელი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics