07:32 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 06:45:10, 1148 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანმშრომლობის განვითარების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა’’ და შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს’’ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს’’ დირექტორმა თემურ კახიძემ და ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის’’ რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ მოაწერეს.

განათლებისა თუ დასაქმების სფეროში სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასთან ერთად თანამშრომლობა ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის’’ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics