22:30 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-18 16:55:10, 2508 ნახვა

საზოგადოება
მობილური ექსტენცია სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენიცა“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტრესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს.

აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გააცნობენ და ადგილზე კონსულტაციებს გაუწევენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics