22:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 21:14:16, 2309 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: ტერორიზმი თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად რჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა.

კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა.

„ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს.

ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,-აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics