|
2017-08-17 13:29:32, 940 ნახვა
რეგიონი
მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება
აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამჯერად, სააგენტომ გიდებსა და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ბათუმიდან 56 კილომეტრში არსებული, ჩანჩქერით, მინერალური წყლითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული მერისის ხეობა შესანიშნავი ადგილია ჰაიკინგის, კემპინგის, ისტორიულ-კულტურული ადგილებისა და ადგილობრივი მეურნეობის მართვის ტრადიციული ხერხების გასაცნობად. მათივე ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებმა მერისის ჩანჩქერი, ზენდიდის ციხე, გვახას საპიკნიკე ტერიტორია მოინახულეს და გუნდაურის მინერალური წყალი დააგემოვნეს. გარდა ამისა, დაათვალიერეს მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები და იქ არსებულ სერვისებს გაეცნენ. სოფელ მერისში სამი საოჯახო-სასტუმრო სახლია მარკირებული, რომელთაგან ერთი - თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლი ფოლკლორის შესწავლის მსურველ ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს. ოჯახის ყველა წევრი მღერის და სხვადასახვა საკრავზე უკრავს, რის შესასწავლადაც სასტუმრო სახლს ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ისინი ასევე სტუმრობდნენ ახალ საოჯახო-სასტუმრო სახლს სოფელ კორომხეთშიც, რომელიც მახუნცეთის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს და კარგი ადგილია ადგილობრივი კერძების დასაგემოვნებლად. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ, რომელიც არასაზღვაო ზოლში არსებული ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მუშაობს მთიან აჭარაში 8 ინფოტურს გაუწია ორგანიზება. ტურების შედეგად 150-ზე მეტი გიდი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი გაეცნო აჭარის მთაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებსა და პროდუქტებს. წლის ბოლომდე, დამატებით 3 ინფოტურის ჩატარება იგეგმება, რომელშიც 50-ზე მეტი ადამიანი ჩაერთვება. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)