|
2017-08-14 18:26:54, 2166 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა ჩინეთში ერთობლივი ინდუსტრიული და სავაჭრო ზონების შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა
„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა პეკინში მიმდინარე „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფორუმზე, რომლის დროსაც ჩინეთის პრეზიდენტი გამოვიდა მნიშვნელოვანი მოხსენებით და ახალი თეზისებით, თუ როგორ უნდა მომხდარიყო აბრეშუმის გზის გასწვრივ მყოფი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება“,-ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე განაცხადა. ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა დაასახელა ხუთი პრინციპი, რომელზე დაყრდნობითაც საქართველო-ჩინეთს ერთად, მშვიდობიანად უნდა მოეხერხებინათ თანაცხოვრება. მინისტრის თქმით, ეს ის პრინციპებია, რომლებიც დღეს „ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაერთიანებს“. თავის მოხსენებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე პრინციპზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უპირველესი პრინციპი, რასაც ჩინეთის პრეზიდენტმაც ხაზი გაუსვა, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთს არ მოვახვევთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, არამედ „ერთმანეთს ხელს შევუწყობთ,რომ ჩვენი პოლიტიკური მიმართულებები ჩვენს ქვეყნებში გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების ერთობლიობისათვის“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს დიდი შესაძლებლობები ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. „ჩვენ არ უნდა გავხდეთ ერთმანეთის კონკურენტები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ერთმანეთის ყველაზე ძლიერი მხარეები, რათა შევავსოთ ერთმანეთი და მივცეთ ერთმანეთს შესაძლებლობა,რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყნები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან საუკეთესოს აღმოჩენაში, რათა შემდგომში უკვე შევავსოთ, მოვახდინოთ სინერგია და მივიღოთ საუკეთესო შედეგი,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ „ერთი გზა-ერთი სარტყელის“ ფორუმის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ვიცე პრემიერთან ვანგ იანგთან. „პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მასთან შევთანხმდით იყო ის, რომ უნდა მოვახდინოთ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთში უნდა მოიძებნოს ის მიმართულებები, რომელთა გადმოტანაც არის შესაძლებელი საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მანვე ყურადღება გაამახვილა ერთობლივი ქართულ-ჩინური თავისუფალი ინდუსტრიული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ზონების შექმნის შესაძლებლობაზე. საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარს საქართველოსა და ჩინეთის 150-მდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. (NS)
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)