|
2017-08-14 16:41:02, 1149 ნახვა
რეგიონი
მთიან აჭარის ტურისტულ ადგილებს ულამაზესი ტბა შეემატა
მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი “შავი ტბა” შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტის ინფორმაციით, სიმწვანეში ჩაფლული ულამაზესი ტბა გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას შემდეგი წლისთვის გეგმავს. მანამდე კი ახალი ტურისტული ადგილი სააგენტომ გიდებს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებს მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ინფოტურისას გააცნო. „შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში, ზღვის დონიდან დაახლოებოთ 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისათვის დამახასიათებელი მცენარეებით. ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანე გზის არ არსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომია ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე ორგანიზებული ორდღიანი ინფოტურის მონაწილეებმა ხულო, დანისპარაული, მწანე ტბა, გოდერძი და კურორტი ბეშუმი დათვალიერეს. ისინი ასევე დაესწრნენ სახალხო დღესასწაულს „შუამთობა“ და კურორტ გოდერძიზე ოთხი სასტუმროს საფუძვლის ჩაყრას. ინფოტურში ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები იმყოფებოდნენ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)