|
2017-08-13 19:02:26, 2456 ნახვა
პოლიტიკა
მელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე:მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. როგორც მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გავრცელებულმა ჩანაწერმა ცხადყო, რომ მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ნებას ექვემდებარება. „დღეს გავრცელდა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. „ჩანაწერმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით და არანაირი სამართლებრივი მოტივი არ აქვს მის დევნას“, -დასძინა ნიკა მელიამ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)