19:25 - 17 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 11:42:51, 2517 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის ევგენი ენინის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას მხოლოდ  ვიზის აღების შემთხვევაში შეძლებს.

როგორც ენინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პირებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობისთვის  სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ.

"სააკაშვილის (მოქალაქეობის არმქონე პირის, თუ არ დადასტურდება ინფორმაცია  მესამე ქვეყნების პასპორტის არსებობის შესახებ) შეშვება უკრაინაში შესაძლებელია მხოლოდ ვიზის გაფორმების შემდეგ. ნებისმიერი პერფორმანსები აქტივისტების გარემოცვაში და საზღვრის არალეგალური გადაკვეთა იძლევა 100%-იან სამართლებრივ საფუძველს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის, ხოლო პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზღვრის უკანონო გადაკვეთას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებათ (და არ თქვათ მერე, რომ არ იყავით გაფრთხილებული). სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს დაშვებული დარღვევების გამო პასუხი უნდა აგონ შესაბამისმა მაღალჩინოსნებმა, თუმცა თავის შეცდომაზე პასუხი უნდა აგოს მოქალაქე სააკაშვილმაც, რომელმაც ჯვარი დასვა გრაფაში - უცხო ქვეყანაში სამართლებრივი დევნა და გამოძიება ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს“, - განმარტა ენინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics