19:54 - 14 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 18:04:46, 1633 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: სომეხ ხალხზე ძალადობის საერთაშორისო დონეზე დაგმობის აღიარებას, რუსულმა დიპლომატიამ მიაღწია

"სომეხ ხალხზე ძალადობის საერთაშორისო დონეზე დაგმობის აღიარებას სწორედ, რუსულმა დიპლომატიამ მიაღწია",-ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდეტნმა ვლადიმერ პუტინმა ერევანში განაცხადა, სადაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში დაღუპულ სომხებს პატივი მიაგეს.
"ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ სომეხ ხალხს, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედია განიცადეს. მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაასახიჩრეს. მილიონობით პირმა თავშესაფარი რუსეთში იპოვა და ასე გადარჩა. სწორედ, რუსულმა დიპლომატიამ მიაღწია სომეხ ხალხზე ძალადობის საერთაშორისო დონეზე დაგმობის აღიარებას.აღსანიშნავია, რომ მოძმე რუსი და სომეხი ხალხების ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული სულიერი სიახლოვითა და თანადგომით",-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ერევანში ღონისძიებას მემორიალთან სომხეთის, საფრანგეთის, რუსეთის, კვიპროსოსისა  და სერბეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
ვენეციის კინოფესტივალზე ქართველი პროდიუსერების ფილმმა ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics