|
2017-08-09 11:10:23, 780 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევა ჩატარდა
ასოციაციამ „ერთმანეთისთვის" ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო" მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების კვლევის შედეგების პრეზენტაცია წარმოადგინა. როგორც პრეზენტაციის შეჯამებისას ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით. „კვლევა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სათემო სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხარისხის გაზრდის, ინკლუზიური განათლების წვდომის გაფართოების, სათემო კავშირების გაძლიერების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმათულებით. მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სერვის პროვაიდერების კოორდინირებული ძალისხმევა ამ მიმართულებით" - აღნიშნა ბაკურიძემ. კვლევის ფარგლებში ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში გამოიკითხა 547 შეზღუდული შესაძლებლებების მქონე პირი. კვლევის მიზანია სათემო სერვისების საჭიროებების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის შესაბამისი პროგრამების ინიცირებასა და იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერაა. მაღალმთიან აჭარაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების ირგვლივ კვლევებით წარსდგენენ ასევე „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი გელეიშვილი და ორგანიზაციის „ხელი ხელს" დამფუძნებელი და შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე მაია შიშნიაშვილი. მათ აჭარის რეგიონში სათემო ფსიქიატრიული სერვისების განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. პროექტის პარტნიორია „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი", რომელიც აქტიურად მუშაობს სათემო ფსიქიატრიული სერვისის განვითარებაზე, კერძოდ, ცენტრის ინიციატივით ხორციელდება აქტიური (ასერტიული) სათემო ფსიქიატრიული მომსახურების მოდელის განვითარება საქართველოში. პრეზენტაცია ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას რეგიონის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)