09:15 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 15:43:51, 999 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა დაღუპულ გმირთა მემორიალი გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ, ვარკეთილში, დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად აგებულ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა ეკლესიის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

ქვაჯვარი, სადაც მეომრების სახელები და გვარები ოქროს ასოებით არის ამოტვიფრული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა აკურთხა.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ეკლესიაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა, მათი გმირობის ისტორია გაიხსენა, ოჯახებს გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მემორიალის გახსნას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics