|
2017-08-07 13:07:39, 2194 ნახვა
საზოგადოება
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" აქტიური ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, 12 საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარდა ტრენინგები თემაზე - “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“. კვირეული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კვირეულის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის საკითხებზე. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) როგორც დანაშაულის ძირეულ საკითხებზე, თუ რა არის ტრეფიკინგი, რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, როგორ უნდა დაიცვან თავი შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციისგან, ვის უნდა მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა იმართება, რომელიც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებულია. კვირეული ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 30 ივლისს დაიწყო.
(NS)
რუსული Yandex-ის საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ Wolt-ისა და Glovo-ს წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)