|
2017-08-05 18:36:32, 3631 ნახვა
Lifestyle
სააკაშვილი: უკრაინის საზღვარზე განგაში გამოცხადდა, ავტომობილების საბარგულებში მეძებდნენ
„გუშინ უკრაინის მთელ საზღვარზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, დაიგეგმა დაკავების ოპერაცია და ავტომობილების საბარგულებში მეძებდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „გუშინ, მას შემდეგ, რაც ჩვენი დეპუტატების ჯგუფმა ჩემთან ერთად გამართა შეხვედრა პოლონეთის სეიმის დეპუტატებთან და ავტომობილით გაემგზავრნენ უკრაინაში, უკრაინის მთელ საზღვარზე გამოცხადდა განგაში და საგანგებო მდგომარეობა. დაიგეგმა დაკავების ოპერაცია. (ეს ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც მე თავად ვმსახურობდი ამ საზღვარზე). ადამიანებს აჩერებდნენ იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩვეულებრივ და თითოეულის საბარგულს ამოწმებდნენ. რას ეძებდნენ საბარგულებში? მე მეძებდნენ! იმავდროულად, გუშინ რადაში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც უნდა გადაიხედოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. რა სახის ფსიქიკურ გადახრასთან გვაქვს საქმე?“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და საზღვარზე არსებული ვითარების ამსახველ ვიდეო მასალას ავრცელებს. შეგახსენებთ, 26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და მისი პასპორტები გაუქმებულია, გუშინ იგი პოლონეთში ჩავიდა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთში შესვლისას მას არავითარი პრობლემა არ შექმნია.
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)