17:09 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 15:16:02, 2225 ნახვა

საზოგადოება
პროფესიულ კოლეჯში მომზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შედუღების 10 სპეციალისტი, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ პოლონეთში დროებით დასაქმდება.

 ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილიემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

სამუშაოს მაძიებლები WorkNet.gov.ge -ზე იყვნენ რეგისტრირებულნი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საცდელ პროექტს - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები შეფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება.

პარალელურად, ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად  მუშაობა მიმდინარეობს.  

აქტიურად განიხილება ამ მიმართულებით ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგს საქართველოს განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინა წეროძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა დაესწრნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ საქართველოს განვითარების ფონდი გააუქმა
მთავრობამ საპატრიარქოს გორის სოფელ ხელთუბანში, ქონება უსასყიდლოდ 99 წლით გადასცა
ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა - ფეხბურთში ქალთა ეროვნული ლიგის თამაში პროტესტის ნიშნად ჩაიშალა
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics