|
2017-07-31 17:38:56, 2273 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩმა“ ცესკო-ში 28 050 ხელმოწერა ფაეტონით მიიტანა
პოლიტიკურმა მოძრაობამ „გირჩი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 28 ათასი ხელმოწერა წარუდგინა. „გირჩის“ წევრებმა საჭირო დოკუმენტაცია ფაეტონით მიიტანეს, რითაც გამოხატეს საკუთარი პოზიცია, რომ დღევანდელ დროში, ქაღალდზე ხელით დაწერილი მხარდამჭერის ხელმოწერის წარდგენას, მაკულატურის ჩაბარებას აღარ უნდა ითხოვდნენ. საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიას არჩევნებზე რეგისტრაციისთვის ევალება, ცესკო-ს მინიმუმ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერა წარუდგინოს. მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ ხელმოწერები ყველა ფრომალური წესის დაცვითაა შედგენილი. თუმცა, 28 ივლისს „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ, აპირებენ არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო ხელმოწერა გააყალბონ და ცესკოში შეიტანონ. “ვაპირებთ, ღიად და საჯაროდ დავამზადოთ 27 ათასი ყალბი ხელმოწერა. ანუ გავაკეთოთ ის, რასაც ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში სხვადასხვა პარტიები აკეთებდნენ, ოღონდ აკეთებდნენ ჩუმად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ღიად და საჯაროდ, რომ თქვენთვის და ზოგადად ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის გასაგები და თვალსაჩინო იყოს, რა მარაზმი და იდიოტობაა ზოგადად ეს საარჩევნო პროცესი. ამ ხელმოწერების დამზადებას დავიწყებთ ხვალიდან. ჩვენ არ გამოვიყენებთ არც ერთ იმ რეალურ ხელმოწერას, რომელიც შევაგროვეთ, ანუ იმ 7 ათას ხელმოწერას, იმიტომ, რომ არ ვაკადრებთ ამ ადამიანებს, მათი ხელმოწერები გამოყენებული იყოს ამ სიცრუეში, რომელსაც ჩვენ დავდგამთ. შეგროვებულ 27 ათას ხელმოწერას, ამ მაკულატურას, რომელსაც კანონი გვავალდებულებს, წავიღებთ და ოფიციალურად ჩავაბარებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკო კანონოთ ვალდებულია, რომ დაიწყოს ის სტანდარტული ადმინისტრაციული პროცედურა, როგორც ამას აკეთებს სხვა პარტიებთან მიმართებაში და ჩვენ მოვითხოვთ, მათ კანონის სრული დაცვით გაიარონ ყველა ეს პროცედურა. მანამდე კი ხვალ დილის 11:00 საათზე ჩვენთან ოფისში დაიწყება ხელმოწერების დამზადების პროცესი. გთხოვთ, თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ეს ქმედება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, არის მორიგი კანონდარღვევა და იქნება მორიგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომელსაც „გირჩი“ განახორციელებს.ცესკო დაგვარეგისტრირებს, თუ არ დაგვარეგისტრირებს, ჩვენ გპირდებით, რომ შემოგთავაზებთ საინტერესო გაგრძელებას,”-განაცხადა მაშინ ზურაბ ჯაფარიძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)