|
2017-07-29 11:53:22, 949 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ მსმენელებს სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGS) წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა. სიტყვით მიმართვისას, ლევან იზორიამ ყურადღება უწყებისათვის პროფესიული სამხედრო განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. მან სამხედრო განათლების მაღალი დონის უზრუნველყოფის საქმეში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გამოყო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო - სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე საერთაშორისო პარტინიორებთან ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამეთაურო-საშტაბო კურსის წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ოთხ ინსტრუქტორს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მედლები გადასცა. სამეთაურო-საშტაბო კურსი 40 ოფიცერმა დაასრულა. უფროსი რანგის სამხედრო მოსამსახურეები 11 თვის განმავლობაში ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.
(NS)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)