|
2017-07-28 16:49:01, 922 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქობულეთში სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღესვე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობის ფარგლებში სოფელ საჩინოს მოსახლეობას შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის პირველ პირთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, უმაღლესი საბჭოს წევრები გიორგი მანველიძე და ვახტანგ წულაძე ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით, საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და წყალსადენი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი გრძელვადიანია და ეტაპობრივად ხორციელდება. პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო და 2018 წელში დასრულდება. საჩინოში წყალსადენი სისტემის მოწყობისთვის ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ახალ ქსელში 1000-მდე აბონენტი ჩაერთვება. აგვისტოდან დაიწყება საჩინო-გორჯელაძეების მიმართულებით 1 600 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირება, ასევე დაწყებულია შიდა გზების პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა. წელს საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზებზე ჯამში 680 მ3 ბეტონის საფარი მოეწყობა. ასევე საჩინო-დივითის მიმართულებით მიმდინარეობს 18 მ სიგრძის ფერდსამაგრი კედლის მოწყობა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში გასულ წელს საჩინოსა და აჭყვაში მოეწყო სათავე ნაგებობა და ცენტრალური მაგისტრალი, წელს მოხდა შიდა ქსელის მოწყობა და მიმდინარეობს აბონენტთა გამრიცხველიანობა. 2018 წელს კი ქვემო აჭყვაში მოხდება ახალი წყალსადენი სისტემის მოწყობა. საჩინოს ადმინისტრციულ ერთეულში წელს გაზსადენის ქსელი მოეწყო სოფელ საჩინოში. მოხდა 175 აბონენტის გაზიფიკაცია. აგვისტოდან დაიწყება აჭყვას გაზიფიკაცია. პროექტი 350 აბონენტის გაზიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ზემო აჭყვაში გაზსადენი ქსელი 2018 წელში მოეწყობა. საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ისევ აქტუალური რჩება გაზიფიკაციისა და წყალმომარაგების საკითხები, რა მიმართულებითაც აჭარის მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასევე აქტუალურია საბავშვო ბაღის შენობის თემა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფლის მცხოვრებლებს დაპირდა, არსებულ შენობას ჩაუტარდება დროებითი სამუშაოები, ხოლო 2018 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული იქნება ახალი თანამედროვე სტანდარტის ბაღის მშენებლობა. მოსახლეობამ რეგიონის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის კმაყოფილება გამოხატა. (NS)
რუსი ჯარისკაცების მიერ უკრაინული სოფლების აღების ათობით ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აღმოჩნდა
პარლამენტმა დავით მამისეიშვილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.
გახარია: ივანიშვილის რეჟიმმა პარლამენტში ერთ ოპოზიციურ პარტიასაც კი ვერ აიტანა
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)