|
2018-04-17 16:10:14, 2392 ნახვა
საზოგადოება
„გამოწვევების ქვეყნიდან შესაძლებლობების ქვეყნად უნდა გადავიქცეთ“ - შს მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. ღონისძიება ასოციაციის წევრების ინიციატივით გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ასოციაციის წევრთა უმრავლესობა დაესწრო, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბიზნესმენებისთვის ყველა აქტუალურ კითხვას უპასუხა. გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ასევე, ბიზნესის განვითარების მიმართულებით უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მოსაძებნია ბალანსი თავისუფლებას, ლიბერალიზმსა და მართლწესრიგს შორის. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ჩვენ რომც არ გვინდოდეს, ეს ერთმნიშვნელოვნად მაინც გახდება საზოგადოებრივი განხილვის თემა და სჯობს, რომ ეს განხილვა დაიწყოს ადეკვატურ პირობებში და იმ პლატფორმაზე, რომელიც უფრო შედეგიანი იქნება. ღია და მზად ვართ, ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს აქტუალურია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, მოქალაქისთვის, განვიხილოთ. კონცეპტუალურად რომ შევხედოთ, დღეს ქვეყანაში დანაშაულის რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი წყარო არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალური პოლიტიკა. ეს არის დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი წყარო. მეორე, ძალზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო, კულტური პრობლემაა და მესამე - ნარკოტიკები. ეს არის იდენტიფიცირებული, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი დანაშაულის წყარო. მათგან ეკონომიკური მდგომარეობა არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთულად გადასაწყვეტი. შესაბამისად, ამ გამოწვევების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს ძალზედ მაღალ დონეზე. ნულოვანი ტოლერანტობის შემდეგ გაჩნდა კომპლექსი, რომ, გინდა თუ არა, უნდა ვიყოთ ყველაზე ჰუმანურები მსოფლიოში. აი, აქ უნდა ვიპოვოთ ეს ბალანსი. არც ბიზნესს უნდა ეშინოდეს შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის და არც შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა იყოს დაკომპლექსებული, რომ ბიზნესს ელაპარაკოს, იმიტომ, რომ გამოწვევები არის ქვეყნის და ეს გამოწვევები არის საერთო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
დიზელის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ბენზინის - ₾4-მდე
ერთი გაბედული ნაბიჯი ახალი შესაძლებლობებისკენ – გაიცანით ანასტასია, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი UWC პროგრამაში
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, ერთიანი, 100 000-ლარიანი ზღვრის დაწესების შესახებ
„გაიარე მეტი“ ანტარქტიდაზე - „თეგეტას“ მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია „ცისკარი“ სტარტისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)