|
2017-07-27 12:02:30, 843 ნახვა
რეგიონი
საჩხერის სამედიცინო ცენტრს ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის დამფუძნებელი კარლ ვაითი სტუმრობდა
18 ივლისს, საჩხერის სამედიცინო ცენტრში, “ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“-ს ეგიდით, ახალშობილთა სმენის სკრინინგული კვლევის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის ფარგლებში საჩხერის სამედიცინო ცენტრს ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაციის “სმენის შეფასებისა და მართვის ეროვნული ცენტრის“ დამფუძნებელი დირექტორი კარლ ვაითი და ტრენერთა ჯგუფი სტუმრობდა. ტრენინგს საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კლინიკებიდან ჩამოსული მედპერსონალიც ესწრებოდა. მსმენელებმა მოისმინეს სალექციო კურსის თეორიული ნაწილი და განახორციელეს ახალშობილთა სმენის პრაქტიკული შეფასება. ტრენინგის ბოლოს კარლ ვაითმა საჩხერის სამედიცინო ცენტრს საჩუქრად სმენის შეფასების აპარატი გადასცა. როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა განაცხადა, მსგავსი ტრენინგის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირი პრობლემაა. “უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილთა სმენის დარღვევები წარმოადგენს ბავშვთა ოპტიმალური განვითარების და განათლების ბარიერს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველი 1000 ახალშობილიდან 1-დან 5 ახალშობილს აღენიშნება თანდაყოლილი ან ადრეულ ბავშვობაში გამოვლენილი სენსონევრული სიყრუე ან სმენის დაქვეითება. მძიმე ხარისხის სმენის დარღვევები იწვევს ბავშვთა სოცისლური ინტეგრაციის, სასწავლო პროგრამების ათვისების და ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას, რის გამოც დაავადებათა ადრეულ გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს სმენადაქვეითებულ ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების საკითხში. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტრენინგების ჩატარებას“, - განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი თამარ მელიქიძე.
(NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)