14:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 15:16:00, 2388 ნახვა

საზოგადოება
წაღვერთან ახლოს, ტყეში ძლიერი ხანძარია

წაღვერთან ახლოს, არჯევანიძის ტყეში ძლიერი ხანძარია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, პირველადი მონაცემებით ხანძარი 6000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.

„შეტყობინების მიღებიდან პირველივე წუთში მოხდა ჩვენი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება და დაიწყეს  უშუალოდ ხანძრის ქრობის პროცესი. ასევე პროცესში ჩაერთო ჩვენი შტაბი. ადგილზეა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოხდეს“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics