|
2017-07-25 14:05:44, 2745 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა
„საქართველოს ბანკმა“ ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა. პლათფორმა www.donate.ge ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ მოახდინოს ნივთების გადაცემა მათთვის ვისაც ეს ჭირდება. აღნიშნული პლათფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეეძლება იზრუნოს და გაიღოს ნივთები ქველმოქმედებისთვის. ამისათვის, ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებსაიტს www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია - მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა, ამის შემდეგ მითითებულ მისამართზე, მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ყველა შეგროვებული ნივთი, შემდგომ გადაეცემა, როგორც ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს, ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები. ონლაინ პლათფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანების და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის გასაცემი ნივთების მიტანა, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ც.დადიანის N7-ში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება. საქველმოქმედო პლათფორმა www.donate.ge-ზე ნებისმიერ მსურველს ასევე, შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. თანხის გადარიცხვა მსურველს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია. ასევე, შესაძლებელია ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა, რაც საშუალებას მისცემს მსურველს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფონდი, თანხა და ვადა, რის შემდგომაც მისი ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება თანხის ფონდში გადარიცხვა. აღნიშნული ფუნქციის ჩართვისასაც, გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განხორციელდება. საქველმოქმედო პლათფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: donate.ge
(R)
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)