|
2017-07-25 13:00:20, 973 ნახვა
რეგიონი
რიყეთის თემს ახალი კულტურის სახლი ექნება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ხულოში ყოფნის დროს გამგეობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად რიყეთის თემის თანამედროვე კულტურის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კულტურის სახლში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი. ზურაბ პატარაძის თქმით, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. "ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში. ვადევდნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ახლა ვიმყოფებით სოფელ რიყეთში. თითქმის დასრულებულია თანამედროვე ტიპის კულტურის სახლი. საკმაოდ დიდი და მრავალფუნქციური სივრცეა. აქ იქნება არამხოლოდ ცეტრალური დარბაზი, არამედ განთავსდება ბიბლიოთეკა, არის გათვალისწინებული ძალიან საინტერესო სივრცეები ბავშვთა კლუბებისთვის. აქვე, რიყეთში, დავათვალიერეთ ახალაშენებული ე.წ. თემის სახლი, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, სამი სასტუმრო ნომერია განთავსებული და ახალი სამუზეუმო სივრცეც. ვფიქრობ, მსგავსი ობიექტები ხელს შეუწყობს რეგიონის და მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. პრიორიტეტია მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდების დასაქმება, მათი კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მთის განვითარებას. ძალიან ბევრი ტურისტი ამოდის. ბევრი ინტერესდება ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. მათ ძალიან მალე მიეცემათ საშუალება დაისვენონ და გაეცნონ სოფელ რიყეთის კულტურის სახლს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოებს შპს „დიოკნისი" ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 561614 ლარი. მშენებლობაზე 14 კაცია დასაქმებული. კულტურის სახლის მშენებლობა მალე დასრულდება. ზურაბ პატარძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის სახლთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ. (NS)
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)