|
2017-07-24 11:59:55, 2654 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ ბიუროს სხდომაზე მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება შეწყვეტილია, საქმეზე ახალი გარემოებები გამოვლინდა და მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია შეიქმნას: „თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა, რომელიც მუშაობდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ბატონმა კორძაიამ გააკეთა საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები ვანო მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაასრულა მიმდინარე წლის თებერვალში და გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. ამის შემდეგ გვაქვს ჩვენ ახლად გამოვლენილი გარემოება საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმის ჩვენება. განსაკუთრებული ყურადღებით მოვეპყრათ ამ გარემოებას, ვინადიან საგამოძიებო კომისიები იქმნება სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გარკვეული კითხვები იმ უწყებებთან, რომლებსაც რეალურად ევალებათ გამოძიების ობიექტურად ჩატარება“,-განაცხადა ოთარ კახიძემ. ოთარ კახიძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ პარლამენტს არ აქვს უფლება, კონკრეუტლი საქმეების გამოძიების დაწყების, ან არ დაწყების თაობაზე პროკურატურას მიმართოს: „მესმის ამ განცხადების პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ მას აქვს სამართლებრივი შინაარსი. თქვენ იყავით ადვოკატი ბატონი მერაბიშვილის და მესმის მათ შორის ის ინტერესიც, რომელიც თქვენ, როგორც ყოფილ ადვოკატს, თქვენი ყოფილი დასაცავის მიმართ გაქვთ. მაგრამ ასევე როგორც ყოფილმა ადვოკატმა ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი უფლება არ აქვს პარლამენტს და ბიუროს, სისხლის სამართლის სქმის გამოძიების დაწყების თაობაზე მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება. ამის გაკეთების უფლება კანონით არ აქვს პარლამენტს. თუ სამართლებრივად აყენებთ ამ საკითხს, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი, ეს არის სრულიად წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება არის სრულიად არარელევანტური ბიუროს სხდომაზე. ვერაფერს გააკეთებს ვერც ბოურო ვერც პარლამენტი, ჩვენ არ გავქვს უფლება, კონკრეტული საქმეების გამოძიების დაწყების, ან არ დაწყების თაობაზე მივმართოთ პროკურატურას“,-განაცხადა ბესელიამ. ოთარ კახიძის თქმით, ეკა ბესელიამ მის მიერ ჩამოყალიბებული აზრი ვერ გაიგო. ამიტომ, კახიძემ ბესელიას განუმარტა, რომ ითხოვს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას და არა პროკურატურისთვის მიმართვას და მათთვის გამოძიების დავალებას: „როგორც ჩანს, არასწორად გაიგეთ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი, მე არ ვითხოვ პროკურატურისთვის მიმართვას და მათთვის გამოძიების დავაკლება. მე ვითხოვ დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლის უფლებაც პარლამენტს აქვს, როცა არსებობს კითხვები საგამოძიებო ორგანოების მიმართ“,-აღნიშნა კახიძემ. ეკა ბესელიას შეფასებით, თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ახლა უხერხულია: „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მათ შორის ამ საკითხსაც ეხება.ჩატარებული გამოძიება მიიჩნევა თუ არა მისი მხრიდან საკმარისად, ამ საკითხზე უკვე იმსჯელა დიდმა პალატამ და არის სათათბიროდ გასული. ამიტომ მემგონი ამ მხრივაც ცოტა უხერხულია ამ საკითხის დაყენება აქ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)