|
2017-07-23 16:52:00, 1043 ნახვა
სამხედრო
ამხანაგური მატჩი ბეისბოლში საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედროებს მიეძღვნა
დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლში ამხანაგური მატჩი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულ მეომრებსა და დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას მიეძღვნა. უწყების ცნობით, ამხანაგურ მატჩს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედროები დაესწრნენ. სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ამხანაგური მატჩები ბეისბოლში საქართველოს ეროვნული, ასევე ახალგაზრდული ნაკრებებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდების მონაწილეობით უკვე მეშვიდე წელია იმართება. (NS)
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)