|
2017-07-23 11:29:49, 1037 ნახვა
სამხედრო
თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი გაიხსნა
თიანეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარიძეებში საქართველოს ეროვნული გმირის, მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და ბიზნესმენმა თამაზ სომხიშვილმა მფრინავ ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკი და მემორიალი პირადად გახსნეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლევან იზორიამ საქართველოს ეროვნული გმირის თავდადებაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც ზურაბ იარაჯულის სახელობის პარკის მშენებლობაში მიიღო მინაწილეობა. მოწვეული სტუმრებისთვის ზურაბ იარაჯულის ფორმის და ფოტოების გამოფენა მოეწყო. საქართველოს ეროვნული გმირის პატივსაცემად კონცერტიც გამართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ნინუა, ზურაბ იარაჯულის მეგობრები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ცნობისთვის, ზურაბ იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. მერვე კლასში ზურაბი და მისი რამდენიმე მეგობარი აეროკლუბში გაწევრიანდნენ და ბოლნისში თვითმფრინავებს პირველად გაეცნენ. მან მისაღები გამოცდები ოჯახისგან მალულად ჩააბარა და 1988 წელს რუსეთში კაჩას უმაღლეს სამხედრო-საფრენოსნო სასწავლებელში მოხვდა. 1989 წლის 9 აპილის ტრაგედია ზურაბმა მტკივნეულად განიცადა. ის რუსეთში აღარ გაჩერდა და საქართველოში დაბრუნდა. მან სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა. ამ დროს აფხაზეთის ომი აქტიურ ფაზაში შევიდა. 22 წლის ზურაბ იარაჯულმა 25-მდე საბრძოლო გაფრენა განახორციელა, ბოლო კი, 1993 წლის 13 ივლისს იყო, როდესაც აფხაზეთში, სოფელი შრომა რუსული სამხედრო შენაერთებისგან იბომბებოდა. საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური ქმედება. ამ დღეს ზურამ რამდენიმე გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ საქართველოში შემოჭრილ მტერს უკან დაახევინა. თუმცა მალევე აქტიური მოქმედება აუცილებელი გახდა. ზურაბ იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა. ეს მისი ბოლო საბრძოლო მისია აღმოჩნდა. ზურაბ იარაჯულის სუ-25 მოიერიშეს რუსი სამხედრობის მიერ იგლას ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული სითბური საზენიტო რაკეტა მოხვდა. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურაბ იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. სამი დღის განმავლობაში კატაპულტირებული პილოტი მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გუმისთის ტყეში აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩეჩენმა მებრძოლეებმა ზურაბ იარაჯული ალყაში მოაქციეს. ზურას დანებება შესთავაზეს, მაგრამ მან ტყვეობაზე უარი თქვა. მან მტერს მედგარი წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი კი დაჭრა. 22 წლის მფრინავი, კაპიტანი იარაჯული ადგილზე გმირულად დაიღუპა. 1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა და ზურას მამამ გმირი შვილი საქართველოში ჩამოასვენა. 2013 წლის 19 სექტემბერს ზურაბ იარაჯულს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. (NS)
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
რუსმა ბლოგერმა და ტელეწამყვანმა ანასტასია ივლეევამ, საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია
ლუკაშენკომ ამერიკელებთან უარყო ბრალდებები ბელარუსში რეპრესიების გაგრძელების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)