|
2017-07-20 16:30:25, 2454 ნახვა
საზოგადოება
„ელიავას ბაზრობის“ ირგვლივ სკანდალი გრძელდება: „ვის ინტერესში შედის 15 000 ოჯახის ულუკმაპუროდ დატოვება?“
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ ე.წ ელიავას ბაზრობის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე აცხადებს, არჩევნებამდე ე.წ. „ელიავას“ ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის გაშენებასთან დაკავშირებით წარდგენილი გეგმის ძალაში შესვლა იგეგმება. მისივე თქმით, „პროექტს წარადგენს კომპანია, „სითი-ინსტიტუტი“, რომელოც ენუქიძის თქმით, 2015 წლის ივნისში შეიქმნა და კომპანიამ ამავე წლის სექტემბერში გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი გამოცდილების და თუნდაც, გამოცდილი ქვეკონტრაქტორის გარეშე, მიიღო პროექტი, რომელშიც არ არის წარმოდგენილი ფინანსურ-ეკონომიკური გათვლები, დასაბუთებები და არ არის დაფიქსირებული თანმიმდევრული გეგმაპროექტი. „თბილისის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს ხეების გაჩეხვა პოტენციურ რეკრეაციულ ზონებში, მაგალითად იპოდრომის ტერიტორიაზე. არ ფიქსირდება რეკრეაციული ზონის შექმნის მცდელობა ბაზრობიდან 250 მეტრის მოშორებით, ე.წ. „მუშტაიდის ბაღში“, სამაგიეროდ, ყურადღების არეალში მოექცა რეგიონული მნიშვნელობის ბაზრობა, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 15000 ადამიანი, რომელთა 60% -ს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები წარმოადგენენ. ამავე დროს, ბაზრობიდან სახელმწიფოს ხაზინაში ყოველწლიურად შედის 240 000 000 ლარი. გოგი სულაბერიძის მიერ წარმოდგენილ პროექტში დაფიქსირებული იყო მიზანშეწონილი გეგმა, რომლის თანახმადაც, ფართის მეპატრონეები თავად ააშენებდნენ თანამედროვე სავაჭრო ცენტრს. აქ იქნებოდა ეტაპობრივად აშენებული 4-5-სართულიანი შენობები, გამწვანების ზონა შენობების სახურავებზე და გასართობი და მოსასვენებელი ადგილები. საყურადღებოა, რომ ბაზრობის ჭაობიანი და საშენი მასალის ნარჩენების ჩაყრით გამაგრებული ნიადაგი არ იყო მიჩნეული ხელსაყრელად რეკრეაციული ზონისათვის, თუმცა დღეს გაურკვეველი მიზეზით შეიცვალა სურათი და საინტერესოა, ვისი ინტერესები იჩენს ამის მიღმა თავს. კიდევ ერთი დეტალი: სულაბერიძის პროექტის განხორციელება 100 000 000 ლარს საჭიროებდა. ამ პროექტში მონაწილეობას გეგმავდნენ ფართის მეპატრონეები, რაც სერიოზულ შეაღავათი იქნებოდა ბიუჯეტისათვის, მაშინ, როდესაც „ელიავას“ რეკრეაციულ ზონად გარდაქმნისათვის მხოლოდ მიწის შეტანა სახელმწიფოს 85 000 000 დაუჯდება. ფიქრობთ, მხოლოდ პრიორიტებების განუსაზღვრელობაშია აქ საქმე? საგულისხმოა, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე თბილისის მერია მზად არის, გადადგას არაპოპულარული ნაბიჯი, რათა დაამტკიცოს თავისი გეგმა, იმის მიუხედავად, რომ 15 000 ადამიანის ოჯახს ტოვებს ულუკმაპუროდ. გარდამავალ პერიოდში ასეთი პროექტის დამტკიცება გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ შემდგომი მოვლენები განვითარდება გადაბრალების რეჟიმში და პასუხისმგებელი არ იქნება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლება“, - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.
(NS)
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)