23:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 20:36:22, 3043 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისკენ მოუწოდებდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ელჩებს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობისაკენ მოუწოდებს.

"გუშინ საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რუსული ოკუპაციის და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობის გაძლიერებისაკენ მოუწოდებდა.

დღეს საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზზე და საოკუპაციო ხაზიდან მთელს მსოფლიოს მოუწოდებდნენ შეეჩერებინათ რუსული აგრესია.

სამწუხაროდ, სწორედ ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვდებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელებს და იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ეთხოვა გაეძლიერებინათ მუშაობა ანტიანექსიის და ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ სთხოვდა და მოუწოდებდა, რომ ემუშავათ საქართველოს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამას მოუწოდებდა იმ ელჩებს, რომლებიც არიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics