|
2017-07-19 19:46:47, 2227 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს
„მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს მგზავრებისა და ტვირთის მომსახურებისას", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამგვარი ფორმატის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიული პროექტებიდან გამომდინარე, რომელსაც საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ახორციელებენ. „აზერბაიჯანი დღეს ყველაზე დიდი ინვესტორია საქართველოში. მხოლოდ შარშან, აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 500 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ტვირთბრუნვა თითქმის 700 მლნ დოლარს აღწევს. თურქეთთან ეს მონაცემი მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტია. მგზავრთნაკადი ორივე ქვეყნიდან მილიონ 400 ათასზე მეტს აღწევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს ვაჭრობას, მგზავრთნაკადის ზრდას და საბოლოო ჯამში, თანამედროვე საბაჟო პროცედურების დანერგვას ჩვენს ქვეყნებს შორის", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია მთლიანად სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. იგულისხმება როგორც „აბრეშუმის გზის", ისე „ტრასეკას" დერეფანი. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს მწყობრში. შესაბამისად, ამ კონკრეტული მიმართულებითაც მუშაობენ სამივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციები და რკინიგზის წარმომადგენლები, რათა ეს დერეფანი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი იყოს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ბაქოში გამართულ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველ სამმხრივ შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ ლაშქარაძემ და სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
(NS)
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)