22:05 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 14:26:06, 2569 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დავითაშვილი: გვინდა მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა საიმედო ხელში იყოს

„გვინდა, მყარი საკონსტიტუციო საფუძველი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების  გამყარება“, - ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშრებით დასმულ კითხვას.

როგორც დავითაშვილმა განმარტა, საქართველოში რელიეფის გათვალისწინებით, სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსი მნიშვნელოვნად არის შეზღუდული.

„ვიცით, რომ საქართველო არის მცირე მიწიანი ქვეყანა. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ზოგადად ჩვენი სასოფლო სამეურნეო მიწის რესურსები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული რელიეფის გათვალისწინებით.  სახნავი მიწა 600 000 ჰექტარზე ოდნავ მეტი გვაქვს, ხოლო „საქსტატის აღწერით“ 643 000 დარეგისტრირებული მეურნეობა გვაქვს ანუ რესურსები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ რესურსების მართვა უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ეს ესმის, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის გასხვისების შეჩერების შესახებ. შემდგომში ჩვენ რა თქმა უნდა  გვინდა, რომ საკანონმდებლო საფუძველი იყოს მყარი იმისთვის, რომ ქართული მიწა იყოს საიმედო ხელში. ამიტომ, მოხდება საკონსტიტუციო ჩანაწერით ასეთი გადაწყვეტილებების  გამყარება“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics